საუკეთესო ფოტო რედაქტირების აპლიკაციები
გამოცდილი ინფლუენსერებისგან

საუკეთესო ფოტო რედაქტირების აპლიკაციები

ინსტაგრამ ინფლუენსერობა დღითიდღე მეტად პუპულარული პროფესია ხდება, შესაბამისად იზრდება კონკურენციაც და თავის წარმოჩნა კიდევ უფრო რთულდება. ამ პოსტში შენ გაიგებ იმ აპლიკაციების შესახებ, რომლებიც დაგეხმარება ფოტოების დარედაქტირებაში და უპირატესობის მოპოვაში შენი კონკურენტების წინააღმდეგ.

VSCO

VSCO არის ერთ–ერთი ორიგინალური და ყველაზე პოპულარული ფოტო რედაქტირების პროგრამა, როგორც ანდორიდის, ისე IOS -ის მომხარებლებში. ინსტაგრამზე #vsco ჰეშთეგით 200 მილიონზე მეტ პოსტს შეხვდებით.
VSCO -ში წინასწარ არის ჩატვირთული 10 უფასო ფილტრი, რომლებიც თქვენი ტელეფონით გადაღებულ ფოტოებს ისეთ ვიზუალს მისცემს, თითქოს ის კინოფილმების გადასაღები ვიდეო კამერით არის გადაღებული. ამ აპლიკაციით მარტივად შეგიძლიათ დააკორექტიროთ ფოტოს კონტრასტი, სიკაშკაშე, ჩრდილები, ფერები და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი.

AVATAN PHOTO EDITOR

როგორც ზემოთ შემოთავაზებული აპლიკაცია (VSCO) ისე “Avatan Photo Editor” გთავაზობთ ეფექტების და ფილტრებს დადებას თქვენს ორიგინალ ფოტოზე. ის გაძლევთ საშუალებას, საკუთარი ფილტრები შექმნათ თქვენი ფოტოებისთვის. პროგრამის ძირითადი ვერსია უფასოა, თუმცა არსებობს დამატებითი ფუნქციების შეძენის საშუალებაც. “Avatan Photo Editor” ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდზე, ისე IOS -ზე.

SNAPSEED

ამ ინსტაგრამის ფოტო რედაქტირების აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც JPG ისე RAW ფაილებზე, რაც საშუალებას გაძლევთ დაამუშაოთ პროფესიონალური კამერით გადაღებული ფოტოები.

თქვენი ფოტოების მარტივი დაკორექტირებების (ფილტრების დადების) გარდა, მასში ჩატვირთული 29 პარამეტრების გამოყენებით შეგიძლიათ შეასრულოთ ფოტოების რედაქტირების პროფესიონალური ამოცანები, როგორებიცაა ფოტოდან რაიმე ნივთის ან თუნდაც ადამიანის გამოსახულების ამოჭრა. ის ხელმისაწვდომია როგორც ანდორიდის, ისე IOS -ის მომხმარებლებისთვის.

ADOBE LIGHTROOM

Adobe -ს პროდუქტები ცნობილია ფოტოების რედაქტირების ძლიერი შესაძლებლობებით და არც Lightroom -ი არ არის ამ დიდი ოჯახის გამონაკლისი.

მასში ჩატვირთულია უამრაფი ფილტრი და ინდივიდუალური ედითინგის ხელსაწყოები, რაც უაღრესად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. ამ ყველაფერთან ერთად კონკრეტულ აპლიაციას აქვს ფოტოების გაზიარების საშუალებაც, ეგრედ წოდებული Discover Feed, სადაც ყველა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გააზიაროს თავისი ნამუშევარი.

A COLOR STORY

ეს კონკრეტული აპლიკაცია ძირითადად მიმართულია ფოტოებში ფერების წინ წამოსაწევად და დასაკორექტირებლად. მასში ჩატვირთულია 20 უფასო რედაქტირების ხელსაწყო, ასევე ფილტრები და ეფექტები, რომლებიც პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა და ინფუელსერებმა შექმნეს. ასევე მას აქვს დამატებითი ფუნქცია “Instagram grid planner” რაც დაგეხმარებათ მარტივად დაინახოთ თუ როგორ გამოიყურება თვენი პროფილის გვერდი და შეცვალოთ ფოტოების თანმიმდევრობა სურვილისამებრ.

იმედია ზევით მოცემული აპლიკაციები დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში და თქვენი სოციალური ქსელების კონტენტის გაუმჯობესებაში. მოხარულები ვიქნებით თუ თქვენც დაგვეხმარებით და გამოგვყევით Instagram -ზე.