ტექნობუმი მომხმარებელს „სენსაციურ შეთავაზებას“ უკეთებს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ტექნობუმი“, როგორც თავად აცხადებენ, მომხმარებელს მორიგ სენსაციურ შეთავაზებას უკეთებს.
აქციის ფარგლებში, მხოლოდ ამ შაბათ–კვირას, 15 და 16 დეკემბერს, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ჩოპერი მხოლოდ 29 ლარად შეიძინოს და კომფორტულად და ეკონომიურად მოამზადოს საახალწლო კერძები.
„ჩოპერი დიასახლისებისთვის შეუცვლელი ნივთია სადღესასწაულო სამზადისისას საცივისა თუ სალათების მოსამზადებლად. გაყიდვაში მხოლოდ 1000 ცალი შოპერია და ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი ცალი,“ – აცხადებენ მაღაზიაში.
გარდა ამისა, „ტექნო ბუმში“ მომხმარებელს სთავაზობენ ჩაერთონ „ტექნო ბუმის“ საახალწლო აქციებში, ტექნიკის შეძენისას კი თავად ამოიღონ სასაჩუქრე ბარათი, რათა მიიღო საჩუქრად DLCD ტელევიზორები, კომპიუტერები, ნოუთბუქები, ფოტოაპარატები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, უთოები, ფენები, ბლენდერები, სენდვიჩის აპარატები, მობილური ტელეფონები ან სხვა სახის ტექნიკა. აქციები მიმდინარეობს „ტექნობუმის“ ყველა ცენტრში: თბილისში, ბათუმში, გორსა და ზესტაფონში.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

*
Advertisement Advertisement

SEARCH

ძებნა თარიღით
ძებნა კატეგორიით
ძებნა გუგლით

Photo Gallery

Advertisement
Log in | Designed by MEDIATOR business portal
WordPress SEO fine-tune by Meta SEO Pack from Poradnik Webmastera