ბაზის ბანკი

მისამართი: ქეთევან წამებულის გამზ. #1

ტელეფონი: +995 32 2 922 922

ვებ-გვერდი: basisbank.ge

ბაზისბანკი საქართველოს საბანკო ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს . იგი დაფუძნდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი და ამის მიუხედავად, შეძლო, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, ჩამოყალიბებულიყო მყარ საფუძველზე მდგარ, სტაბილურად მზარდ ფინანსურ ინსტიტუტად.
ბაზისბანკი კერძო პირებსა და კომპანიებს საბანკო მომსახურების სრულფასოვან კომპლექსს სთავაზობს.
განვლილი წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აღიარება და მათთან ურთიერთობის განმტკიცება.
ბაზისბანკი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის “Georgian Financial System Framework” (GFSF)  ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა.
წარმატებული თანამშრომლობა 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით გაგრძელდა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკის აქციონერი გახდა.
EBRD-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბაზისბანკის სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება, სერვისცენტრების კარგად გამართული ქსელი,  გონივრული მენეჯმენტი და გამჭვირვალე საკუთრება.

View Larger Map

Leave a Reply

*
Advertisement Advertisement

SEARCH

ძებნა თარიღით
ძებნა კატეგორიით
ძებნა გუგლით

Photo Gallery

Advertisement
Log in | Designed by MEDIATOR business portal
WordPress SEO fine-tune by Meta SEO Pack from Poradnik Webmastera